კომპანია Apple-მა ოფიციალურ ვებ გვერდზე App Store-ის განახლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში კომპანია დეველოპერებს მადლობას უხდის, იმისთის რომ App Store-ს უსაფრთხოსა და მრავალფეროვანს ხდიან. Apple-მა დაანონსა რომ App Store მალე ოც ახალ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი. 9to5mac.com-ის ცნობით ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც შედის.

ღსანიშნავია რომ დღეს ონლაინ მარკეტით სარგებლობა 155 ქვეყანაშია შესაძლებელი. ახალი ლოკაციების დასამატებლად, Apple-მა დეველოპერებს მოუწოდა 10 აპრილამდე განაახლონ App Store

ქართული App Store-ის საშუალებით მომხმარებელი მიიღებს, მისთვის რელევანტურ კონტენტს და რაც მნიშვნელოვანია, სერვისების შეძენა უკვე ქართული ბარათებითაც გახდება ხელმისაწვდომი. 

ჯერჯერობით უცნობია როდის დაემატება ახალი ქვეყნები App Store-ს. 

 

სტატიის ავტორი , 2020-03-29


 კომპანია Apple-მა ოფიციალურ ვებ გვერდზე App Store-ის განახლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში კომპანია დეველოპერებს მადლობას უხდის, იმისთის რომ App Store-ს უსაფრთხოსა და მრავალფეროვანს ხდიან. Apple-მა დაანონსა რომ App Store მალე ოც ახალ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი. 9to5mac.com-ის ცნობით ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც შედის. ღსანიშნავია რომ დღეს ონლაინ მარკეტით სარგებლობა 155 ქვეყანაშია შესაძლებელი. ახალი ლოკაციების დასამატებლად, Apple-მა დეველოპერებს მოუწოდა 10 აპრილამდე განაახლონ App Store.  ქართული App Store-ის საშუალებით მომხმარებელი მიიღებს, მისთვის რელევანტურ კონტენტს და რაც მნიშვნელოვანია, სერვისების შეძენა უკვე ქართული ბარათებითაც გახდება ხელმისაწვდომი.  ჯერჯერობით უცნობია როდის დაემატება ახალი ქვეყნები App Store-ს.   
სრულად ნახვა

 Facebook Messenger შეგიძლიათ დესკტოპ აპლიკაციის სახით გამოიყენოთ. მისი გადმოწერა როგოც App Store-იდან, ასევე Microsoft Store-დან შეგიძლიათ. Messenger-ის დესკტოპ ვერსიაში ინტეგრირებულია მობილური ვერსიის ფუნქციების დიდი ნაწილი. ხაზგასასმელია ის, რომ აქ ჯგუფური ვიდეოზარების ფუნქციის გამოყენებას შეძლებთ, რაც შეიძლება თანამედროვე, იზოლაციისა და დისტანციური მუშაობის საჭიროებებს დავუკავშიროთ. ასევე, აპლიკაციას აქვს ღამის რეჟიმიც (Dark Mode).
სრულად ნახვა

Nikon-მა ფოტოგრაფიის ონლაინ გაკვეთილები, აპრილის ბოლომდე, უფასო გახადა. ეს ეხება „ნიკონის“ ყველა ონლაინ კურსს, ანუ 10 მიმართულებას. თითოეული ასეთი კურსი, როგორც წესი, 15-დან 50 დოლარამდე ღირდა. თუმცა, მათი გამოყენება, 30 აპრილამდე, უფასოდ შეგიძლიათ. თითოეულ კურსს პროფესიონალი ფოტოგრაფი უძღვება, ზოგი მათგანი კი „ნიკონის“ სპეციფიკურ პროდუქციას ეთმობა. აქ ისწავლით ფოტოგრაფიის ფუნდამენტურ წესებს, ასევე იმას, თუ როგორ გადაუღოთ ფოტოები თქვენს შინაურ ცხოველებს, ბავშვებს, ან როგორ გადაიღოთ ვიდეოკლიპი. ამისათვის არ არის აუცილებელი Nikon-ის კამერა გქონდეთ. იმისათვის, რომ კურსი გაიაროთ, უნდა გადახვიდეთ ბმულზე და დარეგისტრირდეთ.
სრულად ნახვა

TikTok ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს, კომპანია უკვე დათანხმდა ჯარიმის გადახდას. საუბარია Musical.ly-ს წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებაზე. Musical.ly ჩინურმა კომპანიამ Bytedance-მა 2017 წელს იყიდა და TikTok-ს შეუერთა. TikTok ამჟამადაც ეკუთვნის ჩინურ კომპანია Bytedance-ს და მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს. სხვადასხვა მონაცემების თანახმად, TikTok-ზე დაახლოებით 800 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული.
სრულად ნახვა

  GIPHY – გიფების პლატფორმა  სოციალურ ქსელებშია ინტეგრირებული, ახლა კი ის Facebook-მა, 400 მილიონ დოლარად იყიდა. GIPHY ფეისბუკის მფლობელობაში არსებული სოციალურ ქსელ Instagram-ის  შეუერთდა – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. ვაურაუდობენ რომ აპლიკაციის მოხმარება მნიშვნელოვნად შეიცვლება ასევე უცნობია იქნება თუ არა კვლავ ადპტირებული სხვა სოციალურ ქსელებთან როგორიც არის TWITER -ი და სხვა რომლების არ შედიან FACEBOOK-ის ჰოლდინგში  
სრულად ნახვა

Facebook-სა და Instagram-ს ახალი ფუნქცია Shops ემატება. ამ გზით, ნებისმიერ ბიზნესს პროდუქტის  სოციალურ ქსელებზე განთავსება და გაყიდვა შეეძლება. მარკ ზაკერბერგის თქმით, Facebook Shops  ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება COVID-19-ის პირობებში, პრობლემების მქონე ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ, ეს ფეისბუკის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ელ. კომერციის მიმართულებით და ის ფეისბუკს Amazon-ისა თუ eBay-ს კონკურენტად ხდის. Facebook Shops საშუალებას აძლევს ბიზნესებს პლატფორმაზევე, უფასოდ და მარტივად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, შიგნით კი განათავსონ კატალოგები, პროდუქტები. ასევე შესაძლებელია ადგილმდებარეობის მითითება, სადაც პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, ან პირდაპირ, ფეისბუკზევე ყიდვა. აღსანიშნავია, რომ ამისათვის როგორც ფეისბუკზე, ასევე ინსტაგრამზე გადახდის მეთოდია ინტეგრირებული. სამომავლოდ, კომპანია Shops-ის ამოქმედებას WhatsApp-სა და Messenger-შიც გეგმავს.
სრულად ნახვა

Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, პირბადე  ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა იაპონურმა კომპანიამ  Donut Robotics-მა  პირბადის სულ სხვა ვარიაცია უჩვენა და სმარტ პირბადე C-Face შექმნა. პირბადე სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოლაპარაკის სიტყვებს არჩეულ 8 ენაზე თარგმნის. C-Face არ იცავს ადამიანს კორონავირუსისგან. იგი თეთრი ფერის პლასტიკური მასალისა და სილიკონისგან დამზადებული ნიღაბია, რომელშიც მიკროფონია ჩამონტაჟებული. ბლუთუზის საშუალებით კი 10 მეტრის რადიუსში ამყარებს იმ ადამიანის სმარტფონთან კონტაქტს, რომელთანაც კომუნიკაციის დამყარება გსურთ. აპლიკაცია თქვენს საუბარს სასურველ ენაზე თარგმნის და მსმენელის მობილურში ტექსტური სახით აჩვენებს. ამ დროისთვის C-Face-ს რვა ენაზე თარგმნა შეუძლია, რომელთა შორის არის იაპონური, ჩინური, კორეული, ვიეტნამური, ინდონეზიური, ინგლისური, ესპანური და ფრანგული. Donut Robotics იაპონიის ფუკუოკას პრეფექტურაში 2014 წელს დაფუძნდა, 2016 წელს კი სტარტაპმა მთარგმნელი რობოტის პროტოტიპი Cinnamon წარმოადგინა. რობოტი ერთი წლის შემდეგ ტოკიოში, ჰენედას საერთაშორისო აეროპორტში გამოსცადეს. მისი მიზანი კი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიცემა და აეროპორტში ნავიგაციის გამარტივება იყო. აღმასრულებელი დირექტორის, ტაისუკე ონოს, განცხადებით, ნიღაბი ვირუსისგან არათუ არ იცავს, არამედ მასზე არსებული სუნთქვისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ნახვრეტები ორგანიზმში ვირუსის შეღწევის რისკის მატარებელია, ამიტომ გამომგონებლებმა მის შიგნით სტანდარტული პირბადის ტარების რეკომენდაცია გასცეს. კომპანიის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის დეკემბრისთვის იაპონიაში 5-დან 10 ათასამდე C-Face იქნება ხელმისაწვდომი, რომლის სავარაუდო ფასიც 40-50 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება.
სრულად ნახვა

გაუჩინარებული Google Maps-ი  მალე Apple Watch-ში კვლავ გამოჩნდება. “გუგლის” მიერ შექმნილი აპლიკაციის ახალი ვერსიის საშუალებით, შესაძლებელია მარშრუტის მიმართულების ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვა და დანიშნულების ადგილამდე მისვლის სავარაუდო დროის განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დამფუძნებელი კომპანია – “გუგლი” ავრცელებს. ამჯერად Maps დამოუკიდებელი აპლიკაციის სახით გამოჩნდება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Apple Watch-ის აპლიკაციების მაღაზიაში. კვირის ბოლომდე, ასევე, იგეგმება Google-ის განახლებაც, რომელიც გაზრდის Maps-ის აპების შესაბამისობას Apple-ის CarPlay სისტემასთან. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს ერთდროულად შეეძლებათ, მოუსმინონ მუსიკას ან შეამოწმონ კალენდარი Google Maps-ით სარგებლობის დროს. რუკა ეკრანის მარცხენა მხარეს გამოჩნდება, ხოლო სხვა მახასიათებლები, მაგალითად მუსიკა – მარჯვნივ.
სრულად ნახვა

ღონისძიებაზე - "Hi Speed", Apple-მა, 5G მხარდაჭერის მქონე iPhone 12 და iPhone 12 Mini წარადგინა. iPhone 12 აღჭურვილია 6.1 ინჩინი OLED ტიპის ეკრანით, ორი უკანა კამერით, A14 Bionic პროცესორითა და ორი უკანა კამერით. A14 Bionic პროცესორის დახმარებით ახალი სმარტფონი ბევრად უფრო სწრაფია. ე.წ კერამიკული საფარის მეშვეობით iPhone 12 ბევრად უფრო გამძლეა. ახალ მოდელებში გაუმჯობესდა წყლისგან დაცვის ტექნოლოგია. iPhone 12 წარმოდგენილია შავ, თეთრ, წითელ, მწვანე და ლურჯ ფერებში. მოდელის საწყისი ფასი 799 აშშ დოლარს შეადგენს. ღონისძიებაზე Apple-მა ყველასთვის მოულოდნელად, ახალი iPhone 12 Mini, შედარებით პრაქტიკული მოდელი წარადგინა, რომლის მახასიათებლები თითქმის ემთხვევა iPhone 12-ის, მთავარი განსხვავება მისი ეკრანის ზომა - 5.4 ინჩია. აღნიშნული მოდელის ფასი 699 აშშ დოლარს შეადგენს, მისი გაყიდვები კი სავარაუდოდ ნოემბრიდან დაიწყება.
სრულად ნახვა

მოდა და ტექნოლოგიები, ამჯერად, კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ერთმანეთთან – Prada-მ თანამედროვე მომხმარებლისათვის საინტერესო აქსესუარი წარადგინა. ეს არის სამაჯური, რომელშიც ამავდროულად, უსადენო ყურსასმენების – AirPods-ის  მოთავსებაა შესაძლებელი. სამაჯური შედგება ტყავის მანჟეტის და მეტალის სათავსოსაგან, რომელზეც Prada-ს ლოგოა ამოტვიფრული. სწორედ ეს სათავსოა AirPods-ის ქეისი შესანახად განკუთვნილი. ამგვარად, აქსესუარის მფლობელი, ძვირადღირებულ მოდურ დეტალს და პრაქტიკულ ნივთს ერთდროულად ატარებს.
სრულად ნახვა

Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა. სერვისთან წვდომისას პრობლემები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეექმნათ. ვებ-გვერდ Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა უმეტესობა (53%) შეტყობინებებს ვერ იღებს, სერვერთან წვდომა უჭირს მომხმარებელთა 31%-ს, 15%-კი აპლიკაციაში ავტორიზაციას ვერ ახერხებს.
სრულად ნახვა