maxshop

Facebook-სა და Instagram-ს ახალი ფუნქცია Shops ემატება. ამ გზით, ნებისმიერ ბიზნესს პროდუქტის  სოციალურ ქსელებზე განთავსება და გაყიდვა შეეძლება. მარკ ზაკერბერგის თქმით, Facebook Shops  ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება COVID-19-ის პირობებში, პრობლემების მქონე ბიზნესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ, ეს ფეისბუკის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ელ. კომერციის მიმართულებით და ის ფეისბუკს Amazon-ისა თუ eBay-ს კონკურენტად ხდის.

Facebook Shops საშუალებას აძლევს ბიზნესებს პლატფორმაზევე, უფასოდ და მარტივად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, შიგნით კი განათავსონ კატალოგები, პროდუქტები. ასევე შესაძლებელია ადგილმდებარეობის მითითება, სადაც პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, ან პირდაპირ, ფეისბუკზევე ყიდვა. აღსანიშნავია, რომ ამისათვის როგორც ფეისბუკზე, ასევე ინსტაგრამზე გადახდის მეთოდია ინტეგრირებული. სამომავლოდ, კომპანია Shops-ის ამოქმედებას WhatsApp-სა და Messenger-შიც გეგმავს.

სტატიის ავტორი , 2020-05-22