გაუჩინარებული Google Maps-ი  მალე Apple Watch-ში კვლავ გამოჩნდება. “გუგლის” მიერ შექმნილი აპლიკაციის ახალი ვერსიის საშუალებით, შესაძლებელია მარშრუტის მიმართულების ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვა და დანიშნულების ადგილამდე მისვლის სავარაუდო დროის განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დამფუძნებელი კომპანია – “გუგლი” ავრცელებს.

ამჯერად Maps დამოუკიდებელი აპლიკაციის სახით გამოჩნდება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Apple Watch-ის აპლიკაციების მაღაზიაში.

კვირის ბოლომდე, ასევე, იგეგმება Google-ის განახლებაც, რომელიც გაზრდის Maps-ის აპების შესაბამისობას Apple-ის CarPlay სისტემასთან. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს ერთდროულად შეეძლებათ, მოუსმინონ მუსიკას ან შეამოწმონ კალენდარი Google Maps-ით სარგებლობის დროს. რუკა ეკრანის მარცხენა მხარეს გამოჩნდება, ხოლო სხვა მახასიათებლები, მაგალითად მუსიკა – მარჯვნივ.

სტატიის ავტორი , 2020-08-13