maxshop

ღონისძიებაზე - "Hi Speed"Apple-მა, 5G მხარდაჭერის მქონე iPhone 12 და iPhone 12 Mini წარადგინა. iPhone 12 აღჭურვილია 6.1 ინჩინი OLED ტიპის ეკრანით, ორი უკანა კამერით, A14 Bionic პროცესორითა და ორი უკანა კამერით. A14 Bionic პროცესორის დახმარებით ახალი სმარტფონი ბევრად უფრო სწრაფია. ე.წ კერამიკული საფარის მეშვეობით iPhone 12 ბევრად უფრო გამძლეა. ახალ მოდელებში გაუმჯობესდა წყლისგან დაცვის ტექნოლოგია. iPhone 12 წარმოდგენილია შავ, თეთრ, წითელ, მწვანე და ლურჯ ფერებში. მოდელის საწყისი ფასი 799 აშშ დოლარს შეადგენს. ღონისძიებაზე Apple-მა ყველასთვის მოულოდნელად, ახალი iPhone 12 Mini, შედარებით პრაქტიკული მოდელი წარადგინა, რომლის მახასიათებლები თითქმის ემთხვევა iPhone 12-ის, მთავარი განსხვავება მისი ეკრანის ზომა - 5.4 ინჩია. აღნიშნული მოდელის ფასი 699 აშშ დოლარს შეადგენს, მისი გაყიდვები კი სავარაუდოდ ნოემბრიდან დაიწყება.

სტატიის ავტორი , 2020-10-14