Facebook-მა Messenger-ის დესკტოპ აპლიკაცია გამოუშვა
 Facebook Messenger შეგიძლიათ დესკტოპ აპლიკაციის სახით გამოიყენოთ. მისი გადმოწერა როგოც App Store-იდან, ასევე Microsoft Store-დან შეგიძლიათ. Messenger-ის დესკტოპ ვერსიაში ინტეგრირებულია მობილური ვერსიის ფუნქციების დიდი ნაწილი. ხაზგასასმელია ის, რომ აქ ჯგუფური ვიდეოზარების ფუნქციის გამოყენებას შეძლებთ, რაც შეიძლება თანამედროვე, იზოლაციისა და დისტანციური მუშაობის საჭიროებებს დავუკავშიროთ. ასევე, აპლიკაციას აქვს ღამის რეჟიმიც (Dark Mode).

სტატიის ავტორი:

2020-04-03

მეტის ნახვა
 
Nikon-მა ფოტოგრაფიის ონლაინ გაკვეთილები, აპრილის ბოლომდე, უფასო გახადა
Nikon-მა ფოტოგრაფიის ონლაინ გაკვეთილები, აპრილის ბოლომდე, უფასო გახადა. ეს ეხება „ნიკონის“ ყველა ონლაინ კურსს, ანუ 10 მიმართულებას. თითოეული ასეთი კურსი, როგორც წესი, 15-დან 50 დოლარამდე ღირდა. თუმცა, მათი გამოყენება, 30 აპრილამდე, უფასოდ შეგიძლიათ. თითოეულ კურსს პროფესიონალი ფოტოგრაფი უძღვება, ზოგი მათგანი კი „ნიკონის“ სპეციფიკურ პროდუქციას ეთმობა. აქ ისწავლით ფოტოგრაფიის ფუნდამენტურ წესებს, ასევე იმას, თუ როგორ გადაუღოთ ფოტოები თქვენს შინაურ ცხოველებს, ბავშვებს, ან როგორ გადაიღოთ ვიდეოკლიპი. ამისათვის არ არის აუცილებელი Nikon-ის კამერა გქონდეთ. იმისათვის, რომ კურსი გაიაროთ, უნდა გადახვიდეთ ბმულზე და დარეგისტრირდეთ.

სტატიის ავტორი:

2020-04-03

მეტის ნახვა
 
მალე ქართული App Store გახდება ხელმისაწვდომი
 კომპანია Apple-მა ოფიციალურ ვებ გვერდზე App Store-ის განახლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში კომპანია დეველოპერებს მადლობას უხდის, იმისთის რომ App Store-ს უსაფრთხოსა და მრავალფეროვანს ხდიან. Apple-მა დაანონსა რომ App Store მალე ოც ახალ ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი. 9to5mac.com-ის ცნობით ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც შედის. ღსანიშნავია რომ დღეს ონლაინ მარკეტით სარგებლობა 155 ქვეყანაშია შესაძლებელი. ახალი ლოკაციების დასამატებლად, Apple-მა დეველოპერებს მოუწოდა 10 აპრილამდე განაახლონ App Store.  ქართული App Store-ის საშუალებით მომხმარებელი მიიღებს, მისთვის რელევანტურ კონტენტს და რაც მნიშვნელოვანია, სერვისების შეძენა უკვე ქართული ბარათებითაც გახდება ხელმისაწვდომი.  ჯერჯერობით უცნობია როდის დაემატება ახალი ქვეყნები App Store-ს.   

სტატიის ავტორი:

2020-03-29

მეტის ნახვა