maxshop

Nikon-მა ფოტოგრაფიის ონლაინ გაკვეთილები, აპრილის ბოლომდე, უფასო გახადა. ეს ეხება „ნიკონის“ ყველა ონლაინ კურსს, ანუ 10 მიმართულებას. თითოეული ასეთი კურსი, როგორც წესი, 15-დან 50 დოლარამდე ღირდა. თუმცა, მათი გამოყენება, 30 აპრილამდე, უფასოდ შეგიძლიათ.

თითოეულ კურსს პროფესიონალი ფოტოგრაფი უძღვება, ზოგი მათგანი კი „ნიკონის“ სპეციფიკურ პროდუქციას ეთმობა. აქ ისწავლით ფოტოგრაფიის ფუნდამენტურ წესებს, ასევე იმას, თუ როგორ გადაუღოთ ფოტოები თქვენს შინაურ ცხოველებს, ბავშვებს, ან როგორ გადაიღოთ ვიდეოკლიპი. ამისათვის არ არის აუცილებელი Nikon-ის კამერა გქონდეთ. იმისათვის, რომ კურსი გაიაროთ, უნდა გადახვიდეთ ბმულზე და დარეგისტრირდეთ.

სტატიის ავტორი , 2020-04-03